გამოცემა "პროექტმა", რომელიც რამდენიმე ხმაურიანი გამოძიების ავტორია, ახალი მასალა, ამჯერად 44 წლის რამზან კადიროვისა და მისი ოჯახის შესახებ მოამზადა.
გამოცემა ირწმუნება, რომ რამზან კადიროვი სინამდვილეში ორცოლიანია. 42 წლის ოფიციალურ ცოლთან, მედნისთან ერთად მეორე ცოლი - ფატიმა ხაზუევა ჰყავს. მუსლიმური კანონების მიხედვით, მრავალცოლიანობა დასაშვებია, სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაციაშია ორცოლიანობა აკრძალული. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კადიროვმა მეორე ცოლი 2006 წელს, ჩეჩნეთში გამართულ სილამაზის კონკურსზე გაიცნო. მაშინ გოგონა 15 წლის იყო და მეორე ადგილი დაიკავა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ფატიმა ცოლად შეირთო. ინფორმაცია ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმაც დაადასტურა, რომელსაც ხაზუევას ძმებსა და თანასოფლელ გოგონასთან ახლო ურთიერთობა აქვს.
"პროექტის" თქმით, კადიროვის მეორე მეუღლე დიდ ქონებას ფლობს. კერძოდ, ჩეჩნეთის დედაქალაქში მას მდიდრული სასახლე აქვს, რომელიც კადიროვის რეზიდენციის პირდაპირაა და მისი ზუსტი ღირებულება უცნობია.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>