მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ბევრი ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცია საქართველოში. მისი ცხოვრება კი მუდმივად ინტერესის საგანია. სამი წლის წინ ანდრიამ მსახიობ მაიკო ვაწაძეზე იქორწინა. წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ისინი მუდმივად უზიარებენ საკუთარ გამომწერებს რომანტიკულ ფოტოებსა და სიახლეებს.
როგორც ცნობილი გახდა, ანდრია და მაიკო შვილს ელოდებიან, ისინი მალე ბიჭის მშობლები გახდებიან. მათ საოსრულო ფოტოსეისას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი თბილი კომენტარი მიიღო.
11 მარტს მაიკო ვაწაძის დაბადების დღეა, მეუღლემ მას ეს დღე ემოციური წერილით მიულოცა: დღეს ჩემი ცხოვრების სიყვარულის დაბადების დღეა! ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ! მითუფრო ახლა როცა ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ატარებ! ყოველი დღე ბედნიერებაა ჩემთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გხედავ , გეხები და შენთან ერთად ვსუნთქავ! მინდა იყო მუდამ ბედნიერი! და მადლობა რომ დაიბადე!
P.S.მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად!- წერს ანდრია.
მაიკო ვაწაძისა და ანდრია გველესიანის ისტორია 2014 წელს დაიწყო. მათ ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს და სპექტაკლში „მუნჯი ახმედი და ზღვა“ შეყვარებულების როლი ითამაშეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
მაიკო ვაწაძის საორსულო ფოტოსესია ანდრია გველესიანთან ერთად - ნახეთ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის ფოტოები