ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად დუბაიში ისვენებს.
მოდელმა შვილთან, ლუკასთან ერთად გადაღებული ულამაზესი ფოტოები და ვიდეოები საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, დედა-შვილი დროს ერთად სასიამოვნოდ ატარებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის პირადი ცხოვრება კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც ცნობილმა ჩოგბურთელმა დოჰას საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და გამარჯვების შემდეგ შვილს ქართულად მიმართა: „ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები”, - თქვა ნიკოლოზმა. ამავე სიტყვაში მან მადლობა მეგობარ გოგონას, შარლოტა ელენასაც გადაუხადა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი 2013 წელს დაქორწინდნენ, დაახლოებით ორი წლის წინ კი ერთმანეთს გაშორდნენ. ამაზე წყვილი ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობს, სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ მოდელმა კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა და მოითხოვა ალიმენტი, წელიწადში, დაახლოებით, 100 000 ლარის ოდენობით, რაც მათი შვილის, ლუკასის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.