მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო კრეატიული პიროვნებაა. ის განსხვავებული სტილით გამოირჩევა.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ცდილობს, გამომწერებს ახალი ფოტოები ხშირად შესთავაზოს.
მას ცოტა ხნის წინ ორიგინალური ფოტოსესია ჰქონდა.
განსხვავებული იმიჯი გამომწერებმა მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი ეგზოტიკური და ლამაზია.
მარიამი ბოლო დროს მეუღლესთან და შვილთან - უსაყვარლეს ზუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უფრო ხშირად აქვეყნებს.
ცდილობს, ყველა წესის დაცვით შეხვდეს მეგობრებს და მათ თავისი პოზიტივი გაუნაწილოს.
ახალ ტრენდებს არ ჩამორჩება, თუმცა თავისი, ინდივიდუალური ჩაცმის სტილი განასხვავებს, რაც მცირედ დეტალებშიც შეინიშნება.
მოდელს და ტელესახეს ძალიან უყვარს როგორც ნაზი და მინიმალისტური, ისე მასიური, ფერადი აქსესუარები.
მარიამი ცდილობს თავის შვილს, ზუკასაც შეურჩიოს სტილი, რაც ძალიან კარგად გამოსდის. პატარა ზუკას "მზე ბიჭს" ეძახიან და ყოველთვის თბილი სიტყვებით ეგებებიან.