ოჯახი

„მე, ვისაც ცხოვრებაში არავისთვის დამიჩოქია, გიჩოქებ“ - ნუკა კვალიაშვილი მეორედ გათხოვდა (ვიდეო)

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც რჩეული გოჩა გელაშვილი ხელს სთხოვს. „თითქმის 3 თვე რომ გენატრება და ელოდები... ჩემი არანორმალური სიყვარული“ - წერს მომღერალი.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, გოჩა გელაშვილმა ნუკას ხელი აეროპორტში სთხოვა. წყვილის ვიდეოს სოციალურ ქსელში გულშემატკივრებისა და მეგობრებისგან უამრავი დადებითი კომენტარი და მილოცვა მოჰყვა.

ნუკა კვალიაშვილი ცნობილი ოჯახიდანაა. მისი დედა ასევე მომღერალი ეკა კვალიაშვილია. ნუკა საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს ტელეშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ საშუალებით გახდა. განსხვავებული იმიჯითა და ვოკალური მონაცემებით მან საზოგადოების
სიყვარული მალევე მოიპოვა. მომღერალს დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.

ნუკა კვალიაშვილისთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველ ქმართან, ნიკუშა კობახიძესთან, მას ორი შვილი - ლუკა და სანი ჰყავს. წყვილი 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ ნუკიმ სოციალურ ქსელში საჯაროდ ისაუბრა, დაშორების მიზეზად კი დაასახელა ის, რომ წყვილი ერთმანეთს ვეღარ უგებდა.

ნუკის იმიჯი არაერთხელ გამხდარა განხილვის თემა. მომღერალი ხშირად იცვლის თმის ფერს, ვარცხნილობას და განსხვავებულ სტილს ირგებს. როგორც თავად ამბობს, ეს მას ყველა ფსიქოლოგსა და ანტიდეპრესანტზე უკეთ ეხმარება.
როგორც ნუკა კვალიაშვილის "ფეისბუკგვერდიდან" ჩანს, ის საყვარელ მამაკაცზე თავდავიწყებითაა შეყვარებული და რომანტიკულ პოსტებსაც ხშირად უძღვნის. 

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემი სიყვარულები"- ნუკა კვალიაშვილის მეორე ქმარი ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს: იგი საოცრად ჰგავს რაგნარს "ვიკინგებიდან"
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
adk
გილოცააავთ
13:58 / 16-04-2021
გამოხმაურება / 0 /
შორენა
გილოცავთ ნუკი ბედნიერებას საოცრად თბილი დედიკო ხართ ❤
12:26 / 16-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93