ოჯახი

რა აჩუქა ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეზე მილიონერმა მეუღლემ - მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

რა აჩუქა ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეზე მილიონერმა მეუღლემ - მომღერალი ფოტოს აქვეყნებს
მომღერალ ნინი ქარსელაძეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა. იუბილარი 30 წლის გახდა და უამრავი საჩუქარიც მიიღო. 

მომღერალმა საჩუქრების ნაწილი "ინსტაგრამის" გამომწერებს გაუზიარა. თუმცა ყველაზე საინტერესო მეუღლის, ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილის საჩუქარი იყო.

ნინიმ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ხელზე ულამაზესი ბეჭედი უკეთია.


ნინის კომენტარებში უწერენ, რომ წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება და ბედნიერებას უსურვებენ.

ცნობისთვის, მომღერალმა საზოგადოებისგან მალულად იქორწინა. ნინის რჩეული თაზო ჯახუტაშვილი მასზე 8 წლით უფროსია.

შვილის გათხოვებას სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა,
რომ ნინი დიდი ხანია გათხოვილია და სადამდეც შეძლეს, ეს სიახლე საიდუმლოდ შეინახეს.

როგორც ცნობილია, ნინის მეუღლე 38 წლის ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი წლების წინ ქორწინებაშიც იმყოფებოდა და პირველი მეუღლისგან ორი შვილიც ჰყავს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93