ნატალია ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ოჯახურ ფოტო თუ ვიდეოკადრებს ხშირად უზიარებს გამომწერებს. გოგონამ ამჯერად მამის, გიორგი ყიფშიძისა და ნახევარ ძმის კოსმოს ვიდეო გააზიარა. სადაც ჩანს, თუ როგორი მოსიყვარულე მამაა გიორგი და როგორ ეთამაშება პატარა ბიჭუნას.
როგორც ცნობილია, ნატალის ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს გიორგის მეორე ცოლთან, ანი გასოევასთან და გიჟდება კოსმოზე. ცოტა ხნის წინ ბიჭუნას დაბადების დღე ჰქონდა. დაიკომ კი მისი ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა წარწერით: "ჩემი კოსმო 1 წლის გახდა დღეს. მიყვარხარ ტუკი ყველაზე და ყველაფერზე მეტად!"
თავის მხრივ გიორგის მეორე ცოლთან კარგი ურთიერთობა აქვს ნატალიას დედას, კრისტი ყიფშიძესაც და კოსმოს ხშირად ესაუბრება ტელეფონით.