ალბათ, წიგნებიდან და ფილმებიდან მსგავსი ამბები გსმენიათ, თუმცა, რასაც ახლა გიამბობთ, რეალური ისტორიებია.
ქალთა მეგობრობა ბევრ გრძნობას იტევს - სიყვარულიდან მადლიერებამდე, დამცირებიდან - შურამდე.
რატომ ღალატობენ მეგობრები ერთმანეთს? ამაზე ჩვენი სტატიის გმირები გვიამბობენ.
ელენე, 35 წლის: "ჩემმა დაქალმა წამართვა ქმარი, რომელთანაც 14-წლიანი ქორწინება მაკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს საერთო შვილი და ოჯახებით შვიდი წლის განმავლობაში ვმეგობრობდით, ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ ჩემთვის ეღალატათ. ყველაფერი ფარულად და ბინძურად მოხდა. როცა ამის შესახებ შემთხვევით შევიტყვე, სიცოცხლე აღარ მსურდა. თუმცა ახლა ვაგრძელებ ცხოვრებას, ისემ როგორც მსურს და არცერთ მეგობარს არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემთან ახლოს მოვუშვა. ჩემს გოგონასაც ამას ვასწავლი".
ია, 26 წლის: "ჩემი ამბავი ტელეშოუს ჰგავს, რადგან ცოტა დაუჯერებელია, რაც გადამხდა. მყავდა მეგობარი, რომელიც ჩემთვის ოჯახის წევრივით იყო, საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდიოდით, ვცხოვრობდით ერთ სართულზე და ყველაფერში აზრს ვეკითხებოდი, რადგან ჩემთვის მისი შეხედულებები მნიშვნელოვანი იყო.
როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, მოგვიანებით წარვუდგინე მეგობარსაც. ის აღფრთოვანებული იყო ჩემი არჩევანით, მეხმარებოდა ქორწილის დაგეგმვაში. მას არ ჰყავდა მეგობარი ბიჭი და უმეტეს დროს ჩვენთან ატარებდა. მოგვიანებით, შევამჩნიე რომ ჩემი მეგობარი ქმარს ჩემ წინააღმდეგ განაწყობდა, რაზეც მე იგნორის გაკეთება ვამჯობინე. მეგობარი მამცირებდა ქმართან და ქმრის ოჯახთან ერთად, რაზეც გაოცებას გამოვხატავდი და ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ამოძრავებდა. ახლა ჩემი ქმარი მასთან ცხოვრობს. იქორწინეს და შვილიც ჰყავთ. მე კი მარტო დავრჩი".
ანა, 43 წლის: ამ მდგომარეობაში მე ორჯერ ჩავვარდი. ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში პირველად, როდესაც სტუდენტი ვიყავი. შემიყვარდა ბიჭი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე კარგ მამაკაცად მიმაჩნდა. ჩვენ დავქორწინდით და ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ ჩემს მეგობარს ქორწინებამდე ფარული რომანი ჰქონდა ჩემს ქმართან. თუმცა, რაც ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ჩემთან მეგობრის ვიზიტი იყო, რომელიც მეუბნებოდა, რომ ორსულად არის ჩემი ქმრისგან. მე ვტიროდი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუმცა ამან ვერაფერი მასწავლა. ისინი დაქორწინდნენ და ახლა უკვე მეორე შვილს ზრდიან.
ამ ტრაგედიის შემდეგ გავიდა ხუთი წელი და მე გავიცანი ერთი მამაკაცი, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. მას არავის ვაცნობდი, რადგან მწარე გამოცდილება მქონდა. საბოლოოდ თვითონ მომთხოვა მეგობრების გაცნობა და გავაცანი ერთი მათგანი. დაქალმა იმ საღამოს შემდეგ მითხრა, რომ ეს კაცი არ შემეფერება, მე მდიდარი ოჯახიდან ვარ და მან მითხრა, რომ მამაკაცს ჩემთან დაქორწინება სავარაუდოდ ფულის გამო სურს. ამან გულში ეჭვის მარცვალი გამიღვივა. ეს ეჭვი დღითი დღე ღვივდებოდა და საბოლოოდ ქორწილი ჩავშალე. გავიდა ერთი თვე და შემთხვევით წავაწყდი ერთად ჩემს მეგობარს და ყოფილ საქმროს.
მეგობარი თვალებში ვერ მიყურებდა, მე კი ისტერიკულად ვიცინოდი. როგორ შეიძლებოდა ერთი და იგივე ამბავი ორჯერ გადამხდენოდა?
ამის შემდეგ ბევრი სეანსი დამჭირდა ფსიქოლოგთან, რომ ბევრი რამე გამეცნობიერებინა და ჯანსაღი ცხოვრება დამებრუნებინა.
საბედნიეროდ, ახლა დაქორწინებული ვარ და ამ ამბავზე უბრალოდ მეღიმება. უბრალოდ ვისწავლე, რომ ჩემს ცხოვრებაში დაქალები აღარ უნდა არსებობდნენ".
რას ფიქრობენ ფსიქოლოგები? ჩვენ გამოვყავით ძირითადი წესები, რაც უნდა დაიცვათ, თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ: