"პირველ არხზე", "ახალი დღის" ეთერში, რუსკა მაყაშვილთან ინტერვიუს დროს, მოულოდნელად, სახლში მსახიობის მეუღლე მივიდა. როგორც რუსკა მაყაშვილმა თქვა, მისი მეუღლე კადრში არასდროს ჩნდება.
"ბევრმა არ იცის, რომ ქმარი მყავს, იმიტომ, რომ არ ჩნდება ეკრანებზე ჩემი ქმარი. დღეს დამტკიცდა, რომ ქმარი მყავს" - აღნიშნა რუსკამ.
ცნობისთვის, რუსკას მეუღლე მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა. წყვილს ერთი შვილი, 3 წლის ილია ჰყავს და მეორეს ელოდებიან. როგორც ცნობილია, რუსკას და სანდროს გოგონა ეყოლებათ.
"ძიძა არ მყავს, ძიძების ფობია მაქვს და ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ მასთან. ბევრი რამის კეთება მინდა, მაგრამ დრო აღარ მრჩება - ათვლა იწყება ილიადან, ჯერ ის არის მთავარი. ერთხანს სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოუსვენარია და შეუძლებელია მისი სამსახურში მოყვანა, არავის არაფრის კეთებას არ დააცდის", - აღნიშნა რუსკამ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.