მსახიობმა და ტელესახემ, ია ფარულავამ, "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე "სთორი" განათავსა, სადაც ერთ გოგონას ეკითხებოდა, თუ რამდენი კილო დაიკლო. გოგონას პასუხი იყო: "46 კილო".
მოგვიანებით, იას უამრავი შეტყობინება მიუვიდა, თუ ვინ იყო ეს გოგონა და როგორ მოახერხა 46 კილოს დაკლება. მსახიობმა აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კადრში არსებული გოგონა მისი ძმისშვილი სალომე ფარულავაა. სალომემ 46 კილოს დაკლება ერთი წლის განმავლობაში შეძლო. თუმცა იასთვის უცნობია სალომეს დიეტის რეცეპტი.
"ჰკითხეთ და გიპასუხებთ, როგორც ვიცი, ერთი წელი იშიმშილა", - აღნიშნა მსახიობმა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>