ოჯახი

„ისეთი ლამაზები ხართ, მაინც გიცანით“ - ნანუკა გუდავაძის დის, ანი გუდავაძის სტილი და ოჯახური იდილია

„ისეთი ლამაზები ხართ, მაინც გიცანით“ - ნანუკა გუდავაძის დის, ანი გუდავაძის სტილი და ოჯახური იდილია
ანი გუდავაძეს დისგან, ნანუკა გუდავაძისგან განსხვავებით, "ინსტაგრამზე" არც ისე ბევრი გამომწერი ჰყავს, თუმცა ის სოციალურ ქსელში მაინც აქტიურია და პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ხშირად აზიარებს.

ანის და ნანუკას ერთმანეთს ხშირად ამსგავსებენ, თუმცა დები ერთმანეთისგან სტილით ნამდვილად განსხვავდებიან. როგორც ანის ფოტოებიდან ჩანს, ის უპირატესობას უფრო მეტად ე.წ. Casual-ს ანიჭებს. მის ჩაცმულობაში კლასიკური სამოსიც ჭარბობს.

ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია. წყვილს ერთი ვაჟი, გიორგი ჰყავს.

ცოტა ხნის
წინ ანიმ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" სამხრეთ კორეაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, კორეაში დები ოჯახებთან ერთად გაემგზავრნენ.

როგორც ჩანს, ანისა და ნიკას მოგზაურობა და სამახსოვრო მომენტების ფოტოებზე აღბეჭდვა ძალიან უყვართ. მათ გვერდზე უამრავ ლამაზ და სასიამოვნო კადრს შეხვდებით, მათ შორის, ბოლო მოგზაურობიდან.


ანი გუდავაძე დასთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც მათ პირბადეები უკეთიათ. „ისეთი ლამაზები ხართ, მაინც გიცანით“, „საუკეთესო დები“ - უწერენ კომენტარებში გამომწერები.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93