ოჯახი

ტოპ 5 ქართველი ცნობილი დედა, რომლებიც შვილებს ძიძის გარეშე ზრდიან

ტოპ 5 ქართველი ცნობილი დედა, რომლებიც შვილებს ძიძის გარეშე ზრდიან
ბოლო რამდენიმე წელია, ცნობადი სახეების ოჯახებს ბავშვები შემოემატნენ. პირველი პანდემიის შემდეგ რამდენიმე ქართველი სელებრითი პირველის, ზოგიც კი - მეორე, მესამე შვილის დედა გახდა. ბავშვის აღზრდა რთულია და ხშირად ქალბატონებს შვილების აღზრდაში ძიძები ეხმარებიან, თუმცა საქართველოშიც გვყავს ცნობადი სახეები, რომლებიც ბავშვებს მარტო, სხვისი დახმარების გარეშე ზრდიან და ზოგიერთი მათგანი არც კარიერას ივიწყებს.

ნუკი კოშკელიშვილი


მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ახალგაზრდა დედაა. მას ბიჭი, ოლივერი ჰყავს და მეუღლესთან ერთად ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. ნუკი ბავშვს ძიძის დახმარების გარეშე ზრდის. 


მოდელი სოციალურ
ქსელში გულწრფელი სტატუსებით გამოირჩევა. ნუკი ლაპარაკობს ყველაფერზე, დედობაზე, სხეულის ფორმებსა და კომპლექსებზე. იმაზეც ხშირად უსაუბრია, რომ ოვი (ოლივერი) ცელქი ბიჭია და მისი მთელი დრო მიაქვს, თუმცა დედობაზე კარგი ამქვეყნად არაფერია. მიუხედავად ამისა, ნუკიმ შეძლო და საკუთარი კოსმეტიკური ხაზი გამოუშვა, რომელიც საქართველოში უკვე ძალიან პოპულარულია.

რუსკა მაყაშვილი 

მსახიობი რუსკა მაყაშვილი პატარა ილიას დედაა და მალე მათ ოჯახს მეორე შვილი, გოგოც შეემატება. რუსკას გადატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა ილია ძიძის გარეშე გაზარდა და ახლაც ბავშვი ხშირად გადაღებებსა და რეპეტიციებზე დაჰყავს. 


მსახიობი შესანიშნავი დედაა, ილიასთან ერთად დიდ დროს ატარებს. რუსკა  ხშირად აღნიშნავს, რომ ილიას ბაღში ყოფნის პერიოდში შვილი ენატრება, მის გარეშე გაძლება უჭირს და ერთი სული აქვს, სახლში როდის დაბრუნდება ხოლმე. 

ანი ბებია


მსახიობი ანი ბებია ჩვენი სიის მესამე ადგილს იკავებს. ანი პატარა ჯერის დედაა და ბავშვს  ძიძის დახმარების გარეშე ზრდის. 


ანი დღის უმეტეს ნაწილს ჯერისთან ერთად ატარებს. მსახიობი ერთი პერიოდი დილის გადაცემაში მუშაობდა, სადაც რამდენჯერმე ჯერიც წაიყვანა, შემდეგ კი სამსახურს თავი დაანება. 


ჯანეტ ქერდიყოშვილი


მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მოდელი გოგოს დედაა და პატარა ანნას მარტო ზრდის. ჯანეტს ბავშვის გასაზრდელად ძიძა არ ჰყოლია და ანნას გაზრდას ახლაც მარტო უმკლავდება. 

ჯანეტი დიზაინერია, თავისი ტანსაცმლის ხაზი აქვს. მოდელი შვილის გაზრდასა და ბიზნესს იდეალურად ათავსებს. 


ანა შელია 


მოდელი ანა შელია ტოპ-ხუთეულის ბოლო ადგილს იკავებს. ანა პატარა გოგოს, ელის დედაა და შვილის აღზრდას მარტოც უმკლავდება. 


ანას ძიძა არ ჰყავს. ეს ბოლო პერიოდია, სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს. როგორც ჩანს, მოდელი შვილის აღზრდას დიდ დროს უთმობს. 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93