ბოლო რამდენიმე წელია, ცნობადი სახეების ოჯახებს ბავშვები შემოემატნენ. პირველი პანდემიის შემდეგ რამდენიმე ქართველი სელებრითი პირველის, ზოგიც კი - მეორე და მესამე შვილის დედა გახდა. ბავშვის აღზრდა რთულია და ხშირად ქალბატონებს ძიძები ეხმარებიან, თუმცა საქართველოშიც გვყავს ცნობადი სახეები, რომლებიც ბავშვებს მარტო, სხვისი დახმარების გარეშე ზრდიან და ზოგიერთი მათგანი არც კარიერას ივიწყებს.
ნუკი კოშკელიშვილი
მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ახალგაზრდა დედაა. მას ბიჭი, ოლივერი ჰყავს და მეუღლესთან ერთად ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. ნუკი ბავშვს ძიძის დახმარების გარეშე ზრდის.
მოდელი სოციალურ ქსელში გულწრფელი სტატუსებით გამოირჩევა. ნუკი ლაპარაკობს ყველაფერზე, დედობაზე, სხეულის ფორმებსა და კომპლექსებზე. იმაზეც ხშირად უსაუბრია, რომ ოვი (ოლივერი) ცელქი ბიჭია და მისი მთელი დრო მიაქვს, თუმცა დედობაზე კარგი ამქვეყნად არაფერია. მიუხედავად ამისა, ნუკიმ შეძლო და საკუთარი კოსმეტიკური ხაზი გამოუშვა, რომელიც საქართველოში უკვე ძალიან პოპულარულია.
რუსკა მაყაშვილი
მსახიობი რუსკა მაყაშვილი პატარა ილიას და კატოს დედაა. რუსკას გადატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა ილია და კატო ძიძის გარეშე გაზარდა.
მსახიობი შესანიშნავი დედაა, შვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს და მათ ცხოვრებაში ბოლომდე ჩართულია.
ანი ბებია
მსახიობი ანი ბებია ჩვენი სიის მესამე ადგილს იკავებს. ანი პატარა ჯერის დედაა და ბავშვს ძიძის დახმარების გარეშე ზრდის.
ანი დღის უმეტეს ნაწილს ჯერისთან ერთად ატარებს. მსახიობი ერთი პერიოდი დილის გადაცემაში მუშაობდა, სადაც რამდენჯერმე ჯერიც წაიყვანა, შემდეგ კი სამსახურს თავი დაანება. ახლა ის მეორე შვილის მოლოდინშია.
ჯანეტ ქერდიყოშვილი
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მოდელი გოგოს დედაა და პატარა ანნას მარტო ზრდის. ჯანეტს ძიძა არ ჰყოლია და ანნას გაზრდას ახლაც მარტო უმკლავდება.
ჯანეტი დიზაინერია, თავისი ტანსაცმლის ხაზი აქვს. მოდელი შვილის გაზრდასა და ბიზნესს იდეალურად ათავსებს.
ანა შელია
მოდელი ანა შელია ანა პატარა გოგოს, ელის დედაა და შვილის აღზრდას მარტო უმკლავდება.
ანას ძიძა არ ჰყავს. ბოლო პერიოდია, სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს. როგორც ჩანს, მოდელი შვილის აღზრდას დიდ დროს უთმობს.
ნანუკა გოგიჩაიშვილი
კიდევ ერთი ახალგაზდრა დედა, რომელიც შვილს დამოუკიდებლად ზრდის, ნანუკა გოგიჩაიშვილია. ნანუკა პატარა გოგონას, აივი-ნიკოლის დედაა და ბავშვის გაჩენის პირველივე დღიდან მას ძიძის გარეშე ზრდის. ნანუკა აივი-ნიკოლის ფოტოებს სოციალურ ქსელში არ აქვეყნებს, თუმცა დედობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საკუთარ განოცდილებაზე ინფორმაციას ხშირად აზიარებს.