უბრალო გოგოს ისტორია, რომელიც კონკიას ზღაპარს ჰგავს, სამეფო კარის ექსპერტების აზრით, მალე, შესაძლოა, პრაგმატულ ამბად გადაიქცეს. მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შეუღლების დღიდან, ამ წყვილს უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. მათი ცხოვრების ყველა დეტალი და ნაბიჯი მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ბოლო დროს, განსაკუთრებით კი, წყვილის ოპრა უინფრის შოუში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, მეგანსა და ჰარის დაშორებას სულ უფრო მეტი ადამიანი უწინასწარმეტყველებს.
ლედი კოლინ კემბელი, ცნობილი ბრიტანელი მწერალი და სამეფო კარის ექსპერტი, ამბობს რომ „ჰარი და მეგანი ერთად დიდხანს ვერ გაძლებენ“. ლედი კოლინმა ამაყად განცხადა, რომ მეგანი მისი სახელის ხსენებასაც კი ვერ იტანს, რადგან ჰერცოგინიაზე ყოველთვის მწარე სიმართლეს წერს. მწერალი თვლის, რომ მეგანის რეპუტაცია უარყოფითად აისახება ჰარისთან ურთიერთობაზე და წყვილი ამ კავშირს დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს.
„მას ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია“ - ამბობს ლედი კოლინი და იხსენებს წყვილის სტუმრობას ოპრა უინფრის შოუში. როდესაც მეგანი საიდუმლო ქორწილზე საუბრობდა, ჰარის სახეზე აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება. სწორედ პინცის რეაქციებმა გათქვა ის, რომ მეგანი სიმართლეს არ ამბობდა და მათ გადაცემაში მისვლამდე ერთმანეთთან ამ და სხვა საკითხებზე არ უსაუბრიათ.
გარდა ამისა, კრიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ პრინც ფილიპეს გარდაცვალებისას ოჯახმა მეგანი, შეიძლება ითქვას, უარყო. მეგანისა და სამეფო ოჯახის ურთიერთობა არც არასდროს ყოფილა დალაგებული, მაგრამ ექსპერტების აზრით, ახლა ის უკიდურეს ზღვრამდეა მისული. ბევრი ადამიანი სწორედ ამ კონფლიქტს ასახელებდა პრინც ფილიპეს გარდაცვალების მიზეზად. ეს ჰარისთვის, ცხადია, საკმაოდ რთული გასააზრებელია და არსებობს ეჭვი, რომ ამგვარი ბრალდებები მისი და მეგანის ურთიერთობაში ბზარს გააჩენს.
ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი მეგან მარკლის მიმართ საკმაოდ უხეში და პირდაპირი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ მალე იხილავენ „ხმელთაშუა ზღვაში „ფლეიბოის“ იახტის უკანა მხარეს გაკრულ მეგან მარკლის ფოტოს“. სხვა კრიტიკოსები, რომლებიც სამეფო კარის ცხოვრებასა და შიდა სამზარეულოს იკვლევენ, ამბობენ, რომ მეგანსა და ჰარის მართლაც ბევრი სირთულე შეხვდათ, იქნებოდა ეს მუცლის მოშლა, კონფლიქტი ოჯახთან, ფილიპეს გარდაცვალება თუ ის მორალური ვალდებულებები, რაც ჰერცოგინიას მხრებზე დააწვა. ეს ტვირთი არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>