39 წლის ორსული მეგან მარკლი პაპარაცებმა პრინც არჩისთან ერთად ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. როგორც ცნობილია, მეგანს 20 თვის ბავშვი ბაღში მიჰყავდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეგანი შვილთან ერთად არჩის ბაღისკენ მიმავალ გზაზე ნახეს.
მეგანს ხელში, ბავშვის გარდა, არჩის ლანჩის ჩანთაც უჭირავს და საკმაოდ მძიმედ გამოიყურება.
მარკლი გამოწყობილი იყო კლასიკური სტილის ჯინსებში, შავ მაისურში, შავ ნიღაბსა და პიჯაკში, რომლის ფასი 295 დოლარია.
უცხოური გამოცემის მიხედვით, ეს მეგანის პირველი ფოტოებია მას შემდეგ, რაც 36 წლის ჰარი ლონდონიდან, პრინც ფილიპის დაკრძალვის შემდეგ, აშშ-ში დაბრუნდა. პრინცი არ დარჩა ელისაბედ მეორის 95 წლის იუბილეზე და ჩაფრინდა ლოს-ანჯელესში.
"გმადლობთ გაწეული სამსახურისთვის... ძალიან მოგვენატრებით", - გამოაქვეყნა წყვილმა საკუთარი ორგანიზაციის, Archewell Foundation-ის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, მეგან მარკლი არ დაესწრო პრინც ფილიპის დაკრძალვას და ამერიკაში დარჩა. ბრიტანეთში მხოლოდ ჰარი ჩავიდა. მოგვიანებით მეგანის მეგობარმა თქვა, რომ მას ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურდა. სწორედ ამიტომ, პრინცის პანაშვიდზე წასვლა გადაიფიქრა.
გაჟღერდა ვერსია, რომ მეგანს ფრენა ექიმმა აუკრძალა, თუმცა რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ ეს ვერსია უარყო, რადგან მარკლის ჯერ სამშობიარო პერიოდი არ აქვს.
"მეგანმა თქვა, რომ ახლა მთავარია, რომ ის ჰარის დაუდგეს გვერდით და ნაკლებად მნიშვნელოვანია, დაესწრება თუ არა ის პანაშვიდს" - წერს ერთ-ერთი გამოცემა.
2020 წლის ნოემბერში მეგანი და ჰარი ბრიტანეთში დიდ დაპირისპირებას გაუმკლავდნენ. მათ სამეფო ტიტულზე უარი თქვეს, რის შედეგადაც საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყეს.
მეგანს სტრესის ფონზე მუცელიც მოეშალა, თუმცა წყვილმა ყველა სირთულე დაძლია და ახლა მარკლი და ჰარი მეორე შვილის მოლოდინში არიან. მათ ვალენტინობის დღეს გამოაცხადეს, რომ მეორე შვილს - გოგონას ელოდებიან.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>