ლელა წუწუმიას დისშვილი სანდრო წურწუმია ქართველი გოგოnებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, უსიმპათიურესი სანდრო ლელას "ინსტაგრამზე" გამოჩნდა და მომღერლის გამომწერებისა და ქართველი მსმენელის ყურადღება მიიპყრო.
22 წლის მუსიკოსი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობს, ჯგუფი Pitter J-ის წევრია და შესანიშნავად უკრავს კლავიშზე.
სანდროსა და მუსიკის ურთიერთობა წლების წინ დაიწყო. მუსიკოსმა თავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ კი საკუთარი საქმის ძლიერი სიყვარულის გამო უნივერსიტეტი შეიცვალა და თავისი დრო მთლიანად მუსიკას დაუთმო.
სანდრო შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად და სულ ცოტა ხნის წინ პატარა საქმიანობაც წამოიწყო - მუსიკოსმა სალაპარაკო ინგლისურის კურსები შექმნა, სადაც რამდენიმე თვეში ნებისმიერ მსურველს ინტერაქციული მეთოდით ინგლისურს შეასწავლის.
ამ ბოლო დროს წურწუმია სოციალურ ქსელში გააქტიურდა. ის ხშირად ჩანს დეიდის "ინსტაგრამზეც". ლელა მისი და სანდროს მსგავსებაზე კომენტარებსა და კომპლიმენტებს მუდამ იღებს.
სანდროს სოციალური ქსელი მუსიკითა და გემოვნებიანი მელოდიებით არის სავსე. ის დროის უმეტესს ნაწილს მომღერალ მაგდა ივანიშვილთან ერთად ატარებს.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, მაგდა და სანდრო უკვე რამდენიმე თვეა ერთად არიან.
აღსანიშნავია მუსიკოსის სტილიც, სანდროს თავისუფალი და სადა სტილის სამოსი მოსწონს. მეგობრებს შორის მას სიმპათიურობითაც გამოარჩევენ ხოლმე. სანდროს ცისფერი თვალები აქვს, რაც მის გარეგნობას მეტ ხიბლს მატებს.
წურწუმიას, სიმღერის გარდა, წიგნის კითხვაც იტაცებს და "ინსტაგრამიდან" ჩანს, რომ შეყვარებულის მსგავსად, ტატუ-ხელოვნება მოსწონს.
სანდროს იდეალური ურთიერთობა აქვს ოჯახთან. მუსიკოსის დედა ხათუნა წურწუმია სამედიცინო სფეროში მუშაობს. ის ხშირად უკომენტარებს სანდროს ფოტოებს.