ოჯახი

„პრობლემას იწვევს საცხოვრებელი ფართი და უფინანსობა“ - ანა დოლიძე დედამთილთან ურთიერთობაზე საუბრობს

„პრობლემას იწვევს საცხოვრებელი ფართი და უფინანსობა“ - ანა დოლიძე დედამთილთან ურთიერთობაზე საუბრობს
პოლიტიკოსსა და მოძრაობა „ხალხისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა დოლიძეს, ცოტა ხნის წინ გოგონა კრავაი შეეძინა და საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. ანამ ხალხისგან უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილები მიიღო. მისი თქმით, მთელი შეგნებით ემზადებოდა დედობისთვის და ქალიშვილის გაჩენამ ბევრ რამეზე დააფიქრა.

„კრავაი უმშვენიერესია და მხოლოდ მაშინ ტირის, თუ შია. ისე, ზოგადად, მშვიდი და ბედნიერი ბავშვია. რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ეს კვების პროცესია და ჩემი აზრით, ეს მომენტი საუკეთესოა დედასა და შვილს შორის“, - აღნიშნავს ანა.

პოლიტიკოსის თქმით,
ბავშვის მოვლაში მისი მეუღლე აქტიურად არის ჩაბმული და წყვილს გრაფიკი აქვს შემუშავებული, რათა რიგრიგობით შეძლონ გამოძინება.

მან ისაუბრა დედამთილთან ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ ოჯახში კონფლიქტს ძირითადად ეკონომიკური კონფლიქტი განაპირობებს.

„პრობლემებს რესურსების ნაკლებობა იწვევს, რაც გულისხმობს საცხოვრებელ ფართს. როცა ერთ პატარა სივრცეში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან, მათ უჭირთ თანაცხოვრება. ამას ემატება უფინანსობაც და ბევრი პრობლემა აქედანაც მოდის. მე დედამთილი და დედაც ძალიან მეხმარებიან და სულ გვერდში მიდგანან“, - აღნიშნავს ანა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, პოლიტიკოსს პირველი ქორწინებიდან, მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ვაჟი, ანდრო ჰყავს. ანა 40 წლის ასაკში მეორედ დაქორწინდა და მეორე მეუღლისგან ქალიშვილი შეეძინა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ტოტო
უჭკვიანესისა რა მოგახსენოთ,შეუპოვრობა უფრო თავხედობაა ("გამატერეთ მე ფეხმძიმე ქალი ვარ"!!!), დანარჩენზე ვერ ვიკამათებთ.
19:41 / 30-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ზაირა ბოჭორიშვილი
უმშვენიერესი უჭკვიანესი და შეუპოვარი ქალბატონი ანა დოლიძე.
06:34 / 30-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93