კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში და ოჯახის წევრების ფოტოსა და ვიდეოკადრებს ხშირად აქვეყნებს.
ბოლო დროს მის კედელზე ყველაზე მეტად პატარა შვილიშვილი - ალე ჩანს. კახასთვის ეს პირველი შვილიშვილია, რომელიც უფროსი ვაჟის, ნიკო მამულაშვილისა და ნანუკა ფაღავას შვილია. ნიკო მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ბიჭუნა დიდ დროს ატარებს ბაბუასთან და მის "ინსტაგრამზეც" ხშირად ჩნდება. ამჟამად მამულიჩა ალეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბიჭუნა ბაბუს სიცილში ბაძავს.
"ეს პატარა ლაპურწაკი, ჯერ ლაპარაკი არ დაუწყია და უკვე ბაბუს აღადავებს", - წერს ბაბუა სიყვარულით.