ოჯახი

"მადლობა სიცოცხლისთვის, ვეცდები ფილმი გადავიღო შენზე" - რეზო გიგინეიშვილი დედასა და ყოფილ მეუღლეს ემოციურ წერილს უძღვნის

"მადლობა სიცოცხლისთვის, ვეცდები ფილმი გადავიღო შენზე" - რეზო გიგინეიშვილი დედასა და ყოფილ მეუღლეს ემოციურ წერილს უძღვნის
დასამალი არ არის, რომ მოსკოვში მოღვაწე კინორეჟისორი - რეზო გიგინეიშვილი ქალებს ძალიან მოსწონთ და შეიძლება ითქვას, რომ ქალების გულთამპყრობელიც არის.

ახლა ჩვენ ვიცით, რომ რეზო არის ის ადამიანი, რომლის გულიც სავსეა მოგონებებით, რომლებიც მის ცხოვრებას, ბავშვებს და მშობლებს ეხება.
რეჟისორს საამაყო შვილები ჰყავს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან.


ერთ დროს არაფერი იყო გასაკვირი იმაში, რომ თუ ცოლ-ქმარი დაშორდებოდა მათ შორის ომი იწყებოდა და ერთმანეთზე ერთი სიტყვაც არ წამოსცდებოდათ.
სასიხარულო ფაქტია, რომ ეს ტენდენცია ნელ-ნელა წარსულს ბარდება.
არსებობს ისეთი
მდგომარეობაც, როდესაც ცოლ-ქმარი გაეყრება და მათი მისამართით არაერთი ჭორი აგორდება ხოლმე.
ზოგჯერ ეს ჭორები ღალატსაც უკავშირდება და საქმე სასამართლომდეც მიდის.
მაგრამ, ამის მიუხედავად, ყოფილ ქმარს და ცოლს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება გამოსდით და მათ ურთიერთობას ბინძური ჭორებიც ვერაფერს აკლებს.
ერთ-ერთი მათგანია რეზო გიგინეიშვილი და მისი ყოფილი მეუღლე- ნადეჟდა მიხალკოვა.
39 წლის რეჟისორის მშობლები უკვე ცოცხლები აღარ არიან:
ირინა ციკორიძე 2010 წელს დაიღუპა და რამდენიმე წლის წინ რეჟისორის მამა - დავით გიგინეიშვილიც გარდაიცვალა.

რეზოს წერილიდან შევიტყვეთ, რომ დედამისი ნადეჟდას იცნობდა.
სამწუხაროდ, ის შვილიშვილებს, ნინას და ივანეს არ უნახავთ, მაგრამ უფროსი შვილიშვილს კი მოესწრო.
ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ნაზად საუბრობს გიგინეიშვილი თავის ყოფილ მეუღლეზე, რომლისგანაც იგი სხვა ქალთან წავიდა.
ვფიქრობთ, ამ წერილის წაკითხვა ნამდვილად ღირს!
მაგრამ მისი მესამე ცოლის შესახებ რეჟისორი თითქმის არც საუბრობს და მას სხვათა შორის ახსენებს. დიახ, ამ წყვილის ურთიერთობა ბევრისთვის დღემდე საიდუმლოდ დარჩება.

წაიკითხეთ რეზო გიგინეიშვილის წერილი, რომელიც საყვარელ დედას მიუძღვნა:

”დედა, რაც შენ წახვედი, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. მე მჯეროდა, რომ მამა, რომელიც ჩვენი საყრდენი იყო - მიხსნიდა მარტოობისგან, მაგრამ შენს შემდეგ ისიც წავიდა.
შემდეგ დავოჯახდი. ნადიას იცნობდი. მე ის მიყვარს და ვაფასებ. ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ ოჯახი, თუმცა ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, ამ დროის მიუხედავად. 
მან მშვენიერი შვილები მაჩუქა. ნინა შენნაირი ხულიგანია, ვანია კი თავშეკავებული, მამაჩემივით, მაგრამ მღერის - მას კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს. ის მღერის შენს რომანსებს და ცდილობს წარმატებას მიაღწიოს. მან იცის, ეს რომანსები ჩემთვის რა მნიშვნელობისაც არის.
დედა, შემდეგ ისევ დავოჯახდი. ბევრი მადანაშაულებს და ფიქრობს, რომ არასერიოზული ვარ. მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა და ვცდილობდი არ მომეტყუებინა.
დედა, მე ვიღებ სურათებს - ზოგს მოსწონს ეს, ზოგს - არა. მე ისე ვცხოვრობ, როგორც შენ ცხოვრობდი. ვინც მიყვარს- მიყვარს, შურის გარეშე.
ზოგადად, მადლობას გიხდი, რომ გამათავისუფლე.
ბედნიერებაა, რომ შენ ჩემი მაგალითი ხარ - როგორ ვიყო თავშეკავებული, როგორ ვთქვა სიმართლე, მაგრამ სიყვარულით. ვცდილობ, ყველანაირად. მაგრამ რაც მთავარია, მე გულწრფელი ვარ, როგორი ძნელიც არ უნდა ძნელი იყოს. დედა, ასეა ახლა.
ახლა არის IPhone, insta და ა.შ. სამწუხაროა, რომ მაშინ ტელეფონები არ იყო.
მე შემეძლო მეგობრებისთვის გამეზიარებინა ის, თუ როგორ მღეროდი, როგორ ხუმრობდი. ყველამ დავიწყეთ გაზიარება და ვიპოვნეთ პლატფორმა, რომელიც საკუთარი თავის გამოხატვაში გვეხმარება. ასე რომ, ეს არ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც მსურს, მაგრამ მადლობის თქმის შესაძლებლობა ნამდვილად მაქვს. დამოუკიდებელი ვარ და შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნოც.
მახსოვს, ლტოლვილები ვიყავით, რესტორანში ჭურჭლის რეცხვით ვშოულობდით საარსებო თანხას. ახლა მე მაქვს ორი რესტორანი.
გახსოვს, როგორ ოცნებობდი? და გახსოვს, როდესაც “Жара”-ს დებიუტი გადავიღე და ბევრი ფული გამოვიმუშავე?
რომში წავედით. შენ მითხარი ამ უკვდავი ქალაქის შესახებ. შემდეგ მაჩუქე წიგნი წარწერით: „შენ ბრწყინვალე ხარ, გილოცავ მოკრძალებულ წარმატებას, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია“. ვცდილობ, დე. გმადლობ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ჩემი გჯეროდა. მჯერა, ვეცდები ფილმი გადავიღო შენთვის. მიყვარხარ. მადლობა სიცოცხლისთვის ".
დაურეკეთ თქვენს მშობლებს. ან უბრალოდ ჩაეხუტეთ თქვენს ახლობლებს, რომლებიც თქვენს გვერდით არიან.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
დალი
შენი დედა ძალიან ბედნიერია ალბათ იმ ქვეყნად ასეთი კარგი შვილი რომ ჰყავხარ
17:01 / 11-05-2021
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
დედა.................გაანათლოს ღმერთმა თქვენი მშობლები. ბედნიერია ქალი ,რომელიც დედობას მოესწრება,მაგრამ უფრო დიდი ბედნიერებაა ისეთი შვილი ,რომელიც გეტყვის, მადლობა დედა რომ ასეთი გამზარდეო.აღმზრდელობა რას გიშველის ,თუ ბუნებამ არ გიშველაო.............მოშენდი შვილო და ბედნიერი დაბერდი.შენ ამ შემთხვევას ღირსეულად ეპატრონები და სხვა არ ვიცი.ერთი ფაქტია,უშეცდომოდ ცხოვრება არ არსებობს.
15:08 / 05-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93