მომღერალი ლელა წურწუმია და მისი მეუღლე კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა სოციალურ ქსელებს აქტიურად მოიხმარენ და სხვადასხვა ყოველდღიურ ფოტო თუ ვიდეოკადრებით გულშემატკივრებს ხშირად ახარებენ. გუშინ წყვილმა ოჯახურ და მეგობრულ გარემოში გამოაქვეყნეს ვიდეოები. ოჯახის სტუმრები იყვნენ: დავით დოიაშვილი, კახაბერ ცისკარიძე და ლელას დისშვილი სანდრო.
კადრებში მოხვდა უმშვენიერესი მარიკოც, რომელსაც საღამოს მაკიაჟი ძალიან მოუხდა. გოგონას წლების მატებასთან ერთად დედას უფრო მეტად ამსგავსებენ.
ლელასა და მამულიჩას წინა სააღდგომო საღამომ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მხიარულად ჩაიარა.