"ჩემი სიყვარული" - სოფო ნიჟარაძემ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - Marao

"ჩემი სიყვარული" - სოფო ნიჟარაძემ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

2021-05-02 21:01:41+04:00


ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე აქამდე ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში არ ათავსებდა. თუმცა ამჯერად მომღერალმა გამონაკლისი დაუშვა და "ინსტაგრამ სთორის" საშუალებით ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"ჩემი სიყვარული", - დაწერა სოფომ და ბავშვს სახე დაუმალა.

ცნობისთვის, მომღერალს 2020 წელს ქალიშვილი ელის-მარია შეეძინა. სოფო შვილთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საზოგადოება მათ ჯერჯერობით არ იცნობს.

მომღერალი 35 წლის ასაკში ამერიკაში ფეხმძიმე გაემგზავრა და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობს.