ტელესახე და მოცეკვავე ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებული - ლიზა ჩიჩუა ფართო საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გააცნო და წყვილმა საზოგადოების სიყვარული ძალიან მოკლე ხანში დაიმსახურა.
ლიზამ და ირაკლიმ გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის აღდგომის დღესასწაული მიელოცათ და "ინსტაგრამზე" საერთო ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით: "ქრისტე აღდგა".
წყვილმა პასუხად უამრავი დადებითი კომენტარი და მილოცვა მიიღო. "საუკეთესო წყვილი ხართ, ანათებთ, ბრწყინავთ და სხვაზეც გადადის", "თვალს და გულს უხარია თქვენი დანახვა", "გილოცავთ აღდგომას, ულამაზესები ხართ", - სწერენ შეყვარებულ წყვილს კომენტარებს.
როგორც ფოტოებიდან ირკვევა, წყვილმა დრო ოჯახურ გარემოში გაატარა - ირაკლის დასთან, სიძესთან და დისშვილთან ერთად.
ირაკლის საკუთარი გამომწერები არჩევანს უწონებენ და ლიზას ყოველ ფოტოს აღფრთოვანებული კომენტარებით ხვდებიან.
ლიზასა და ირაკლის ერთად ყოფნას არავინ ელოდა და ქართველი ხალხისთვის ეს სიახლე ნამდვილად მოულოდნელი იყო. ლიზა ირაკლიზე 17 წლით პატარაა, თუმცა წყვილისთვის ეს არაფერს ნიშნავს.
გოგონა ცნობილი ექიმების ოჯახიდან არის და მას საზოგადოება სიმღერით ბავშვობიდან იცნობს.