მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლესთან ნოე სულაბერიძესთან ერთად უქმე დღეებს ბათუმში ატარებს. წყვილს აჭარაში მზიანი ამინდი დახვდათ და დრო მხიარულად გაატარეს.
ჯანეტი სპორტულად გამოიყურებოდა და გამორჩეული "ლუქით" გამომწერთა ყურადღებაც მიიქცია.
მოდელს თავზე ბენდენა ეკეთა, რომელსაც სათვალეები და გაშლილი თმაც შეუხამა. ჯანეტს კლასიკური სტილი ძალიან უხდება, თუმცა თავისუფალსაც ძალიან იხდენს.