კახი კავსაძეს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება შვილიშვილი, ირინკა კავსაძე და ფოტოებთან ერთად, "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს:
"ჩემო საუკეთესო მეგობარო. ბაბუ. მადლობა შენ ყველაფრისთვის. დანარჩენი ჩვენში დარჩეს. შენ ისედაც ძალიან კარგად იცი ჩემს გულში რაც ხდება. ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის. მიყვარხარ უსაზღვროდ. კიდევ შევხვდებით აუცილებლად", - წერს ირინკა კავსაძე.
ცნობისთვის, ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა, კახი კავსაძე, რომელიც 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, პირველ მაისს, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>