მოდელი ანა ახვლედიანი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ პოპულარულია.
ანას ბოლო დროს გამომწერებმა სხვადასხვა კითხვა დაუსვეს, მათ შორის კი იყო კითხვა - აპირებს თუ არა კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ ეს მის გეგმებში ნამდვილად შედის. ამ პასუხმა, რა თქმა უნდა, დიდი სიხარული გამოიწვია.
ანა ძალიან კონტაქტური, დადებითი ადამიანია.
მას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავსაც უწოდებენ.
ანა ახვლედიანის და გიგი ბერაიას უსაყვარლესი, უმშვენიერესი გოგონა - ევა, „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია.
მის ახალ ფოტოებს გამომწერები მოუთმენლად ელიან და პატარა პრინცესას ულამაზესი კომპლიმენტებით ავსებენ.
"ევას დაბადებამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. გავხდი უფრო პასუხისმგებლიანი, მზრუნველი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვინმეს ასეთ სიყვარულს შევძლებდი.
პირველი, რაზეც გაღვიძებისთანავე ვფიქრობ, ჩემი შვილია", - განაცხადა ანამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
გადავხედოთ ულამაზესი ანას და ევას ახალ ფოტოებს.