ოჯახი

"მეუღლის მშობლებს რომ ვუთხარით, რასაც ვაპირებდით, ეს მათთვის შოკი იყო, მაგრამ იცოდნენ, რა პრობლემების წინაშეც ვიდექით"

"მეუღლის მშობლებს რომ ვუთხარით, რასაც ვაპირებდით, ეს მათთვის შოკი იყო, მაგრამ იცოდნენ, რა პრობლემების წინაშეც ვიდექით"
"საქართველოს გარდა, სხვაგან არ მეგულება ადამიანები, რომლებმაც იციან ასე გულღია შეხვედრა და ჭეშმარიტი ურთიერთობის ფასი" "საქართველოს გარდა, სხვაგან არ მეგულება ადამიანები, რომლებმაც იციან ასე გულღია შეხვედრა და ჭეშმარიტი ურთიერთობის ფასი"

13 წელია, რაც ეკატერინა ბერძენის ოჯახი ემიგრანტია. 5 შვილი ჰყავს. მისი უფროსი გოგონა ანი სიმღერებს წერს და უკვე კლიპიც გადაიღო, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა. "როცა საფრანგეთში წამოვედით, ანი 6-ის, მეორე გოგონა - ნინი კი, 4 წლის გახლ
დათ. ძალიან გაუჭირდათ აქ ადაპტირება, რადგან ცხადია, საქართველო და ახლობლები ენატრებოდათ. მთელი ერთი წელი, თითქმის ყოველღამე ტიროდა ანი და მსაყვედურობდა, - ეს რა გაგვიკეთეთ, რატომ მივატოვეთ ჩვენი ბებია და პაპა, ჩვენი ეზოო. სათითაოდ იხსენებდნენ, სახლში სად რა ჰქონდათ, რაც ჩვენთვის ძალზე მტკივნეული იყო..."

პატარა ანი თურმე, საღამოობით წერდა ლექსებს და ერთხელაც ასეთი ტექსტი დაუწერია: "საქართველოს სიმღერა,/ გულზე ცრემლად მედება,/ საქართველოს სიყვარული გულში აღარ მეტევა". როგორც ეკატერინა ამბობს, ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ მთელი ოჯახი ტიროდა...

- 2001 წელს გავთხოვდი საყვარელ ადამიანზე. მალევე შეგვეძინა ორი უმშვენიერესი გოგონა - ანი და ნინი. 2008 წელს პირველ კლასში შევიყვანეთ უფროსი შვილი. მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის დროს ყველას გაუჭირდა და ჩვენც, მატერიალური თვალსაზრისით, პრობლემები შეგვექმნა. იმაზეც ვფიქრობდით, რომ ერთი წლის შემდეგ მეორე შვილსაც მოუწევდა სკოლაში წასვლა და ჩვენი ხარჯები თავისთავად გაიზრდებოდა. დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, წამოვსულიყავით საფრანგეთში, სადაც ჩემი მული და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ. მეუღლის მშობლებს რომ ვუთხარით, რასაც ვაპირებდით, ეს მათთვის შოკი იყო, მაგრამ იცოდნენ, რა პრობლემების წინაშეც ვიდექით და მაქსიმალურად შეგვიწყვეს ხელი. მაშინ მე 21-ის, ჩემი მეუღლე კი 25 წლის იყო. ჩავბარგდით და პატარა ბავშვებთან ერთად გზას დავადექით. ჯერ ჩავფრინდით ბელარუსში. იქ დაგვხვდა ქალი, რომელიც გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გადავსულიყავით პოლონეთში და მერე იქიდან რა გზის გავლა მოგვიხდებოდა, საფრანგეთამდე რომ ჩაგვეღწია.



პოლონეთში, სასაზღვრო ქალაქ ბრესტში როგორც კი შევედით, დაგვიჭირეს. არ გვქონდა ვიზა. 70 არალეგალი ერთ პატარა ოთახში მოგვათავსეს და ჩამოგვართვეს ინტერვიუ, თუ რატომ ვითხოვდით თავშესაფარს. მერე ზოგს მისცეს შესვლის უფლება, ზოგს - არა. ამ შემთხვევაში იღბლიანები აღმოვჩნდით და გადაგვიშვეს. თავშესაფარი მოვითხოვეთ. ბანაკში გაგვამწესეს და გაგვაფრთხილეს, პოლონეთი არ დატოვოთ, თორემ დაგიჭერთ და საქართველოში დაგაბრუნებთო. ორი თვე ვიცხოვრეთ იმ ბანაკში.

- როგორ შეეგუენ ბავშვები ასე უცებ შეცვლილ ცხოვრების სტილს?
- ვუთხარით, რომ ეს მათი მოგზაურობაა და ვცდილობდით, არ მოეწყინათ. რაღაც ისტორიებს ვუყვებოდით და ისეთ ადგილებში ვასეირნებდით, რომ შეჰქმნოდათ შთაბეჭდილება, თითქოს კარგ დროს ვატარებდით. თუმცა, რომ ხედავდნენ, ბანაკში გვკეტავდნენ და გარეთ გასვლა გვეკრძალებოდა, რომ გაპარვა გვიწევდა ქუჩაში გასასვლელად, ხვდებოდნენ, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ანი მეკითხებოდა, - დედა, სად ვართ? რატომ უკირკიტებთ სულ რუკას? არ იცით, სად მიდიხართ, როგორი გზებით? მგონი, ისიც არ იცით, რას აკეთებთო. როცა ტელეფონით ბებოს და პაპას ელაპარაკებოდა, მათაც შესჩივლა ამის შესახებ (იცინის).

ჩვენ გამო, ცხადია, ოჯახის წევრები ღელავდნენ. ამიტომ ჩემი მული ოჯახთან ერთად ჩამოვიდა პოლონეთში. მათ მოძებნეს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ევროპული პასპორტი და გემის ბილეთები აყიდვინეს. ეს იყო საკრუიზო გემი, რომელსაც შვედეთში უნდა გადავეყვანეთ. ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ როცა ბილეთები გვიყიდეს, აღმოჩნდა, რომ იმ კაცს ერთი შვილი ჰყავდა ბიჭი და ბილეთშიც ასე ეწერა განაგრძეთ კითხვა...
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93