წარმატებული ტელეწამყვანების, არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. აჩიკოსა და ნუცას ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი აქვთ და ისინი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანან, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ნუცა ეკრანიდან მოულოდნელად გაქრა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ორსულობა იყო.
რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილს პირველ მარტს ვაჟი, სახელად ალექსანდრე შეეძინა. პატარა სანიმ სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა.
დღეს აჩიკო სოლოღაშვილმა და ნუცა ქავთარაძემ გამომწერებს სანის ნათლობის ფოტოები გაუზიარეს. „უდიდესი ბედნიერებაა ამ ბიჭის დედობა“ - წერს ნუცა „ინსტაგრამზე“.
ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აჩიკოსა და ნუცას გამომწერებმა პატარა სანის მიმართ კომპლიმენტები და კეთილი სურვილები არ დაიშურეს: „პატარა პრინცი“, „ეს რა სილამაზეა“, „სიყვარულის ბიჭი“ - წერენ კომენტარებში.
როგორც აღმოჩნდა, ალექსანდრე სოლოღაშვილის ერთ-ერთი ნათლია ტელეწამყვანი თიკა ფაცაციაა. თიკამ სანისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.