ადამიანების უმეტესობა კითხვაზე, რას არ აპატიებენ საყვარელ ადამიანს, პასუხობს: "ღალატს".
მიუხედავად იმისა, რომ ღალატისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ადამიანები ხშირად აიგნორებენ ზნეობრივ მითითებებს და ხუჭავენ თვალს ღალატზე - განსაკუთრებით, ქორწინების კრიზისულ მომენტებში. მაგრამ თუ ცოლის ღალატი ყველაზე ხშირად განქორწინების ერთმნიშვნელოვანი მიზეზია, ეს მამაკაცებზე უფრო იშვიათად ვრცელდება.
ბევრი ქალი არ იმჩნევს, რომ მათ იციან ქმრის თავგადასავალი. თავი კი ისე უჭირავთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. იმ მომენტებში, როდესაც სხვები ჩურჩულს იწყებენ, რადგან პრობლემა აშკარაა, ცოლი ჯიუტად განაგრძობს ღალატის ფაქტის უარყოფას.
რასაც ცოლი ხშირად აკეთებს, როდესაც ღალატის შესახებ შეიტყობს, სრული უარყოფიდან დაწყებული, ქმრის ოჯახში დაბრუნების მცდელობებით - ზოგჯერ საკმაოდ უცნაური და ზოგჯერ ეშმაკური ხერხებია.
რატომ ხუჭავენ თვალს ქალები ქმრების ღალატზე?
სტერეოტიპების მიუხედავად, რომ მამაკაცი ბუნებრივად პოლიგამიურია და ქალი - მონოგამიური, ორივე სქესი ღალატობს. ხალხის გონებაში ამ მითოსის დაფიქსირების გამო ქალი, რომელიც ქმარს ღალატობს, ვერ აიცილებს ამორალური ყოფაქცევის ქალის უსიამოვნო სტიგმას.
მამაკაცისგან ღალატი მიღებულია და მას ხშირად ამართლებს საზოგადოება. მისი მოქმედება არ აიხსნება პიროვნული თვისებებით: ყველაზე ხშირად ცოლს ადანაშაულებენ ქმრის ღალატისას. არაკეთილსინდისიერი იყო, უარი მითხრა ირთიერთობაზე, თავს არ უვლიდა. საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის და საკუთარი სტერეოტიპების უღლის ქვეშ, მოტყუებული ცოლი ცდილობს შეეგუოს ამ ფაქტს - რადგან "ეს ბუნებრივია, ყველა ქმარი ღალატობს". ან იმიტომ, რომ "თავად ის არის დამნაშავე".
ქალების ერთგულება ბავშვების აღზრდაში ნამდვილად უსაზღვროა. და გაბატონებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბავშვები სრულყოფილ ოჯახში უნდა გაიზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მუდამ ტრავმირებული ფსიქიკით იქნებიან. ყველაფერი ბავშვების გულისთვის! - ამიტომ ქალები ოსტატურად ქმნიან ბედნიერი ოჯახის ილუზიას.
იშვიათი არ არის, რომ ადამიანი უარს ამბობს უფრო მაღალანაზღაურებად და უფრო სერიოზულ თანამდებობაზე, რადგან არ სურს შეცვალოს ცხოვრების რიტმი. ურთიერთობებში იგივე ხდება: ზოგიერთ ქალს უადვილდება არ შეამჩნიოს ღალატი და სამყარო, რომელსაც შეეჩვივნენ, არ დაინგრევა.
მათ ეშინიათ სხვისი დაგმობის, ეშინიათ აღიარონ, რომ პრობლემები აქვთ, განქორწინების შემდეგ სრულიად ახალი, განსხვავებული ცხოვრების ეშინიათ. მხოლოდ ფილმებშია ასე მარტივი ჩემოდნის ჩალაგება და გასვლა, კარების გაჯახუნება.
იხილეთ სრულად