"იმედა 84" - ეკა კახიანმა მამას დაბადების დღე შვილიშვილებთან ერთად მიულოცა (ვიდეო) - Marao

"იმედა 84" - ეკა კახიანმა მამას დაბადების დღე შვილიშვილებთან ერთად მიულოცა (ვიდეო)

2021-05-13 16:43:13+04:00


ეკა კახიანი "ინსტაგრამ სთორიში" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიულოცა მან შვილიშვილებთან ერთად მამას დაბადების დღე. როგორც ცნობილია, იმედა კახიანი 12 მაისს 84 წლის გახდა.

მსახიობმა დაბადების დღე აგარაკზე, ვიწრო წრეში აღნიშნა. ეკა კახიანმა შვილიშვილებთან ერთად იუბილართან ტორტი მიიტანა და იმედამაც სანთლების ჩაქრობა არ დააყოვნა.

ეკამ "ინსტაგრამზე" ასევე გამოაქვეყნა მისალოცი ტექსტი მამისადმი.

"იმედა კახიანი 84 - კადრები სატელევიზიო ფილმიდან "დედის ხელი". ფილმში ბატონი იმედა ახალგაზრდა, შეყვარებული კაცის როლს განასახიერებს, რომელსაც სატრფო უგულოდ მოექცევა. რეჟისორი: მერაბ ჯალიაშვილი, 1959 წელი.

დღეს ბატონი იმედა იუბილარია, ვულოცავთ იუბილეს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ მას", - ნათქვამია მილოცვაში.

იმედა კახიანს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა შვილიშვილმა ნინი ბადურაშვილმაც.

"ჩვენი იმედი 84 წლის გახდა! შენ რაც გამიკეთე, მე ვერასდროს ვერ გავწვდები, მაგრამ ვეცდები კარგი შვილიშვილი ვიყო. მიყვარხარ უსაზღვროდ" - წერს ნინი სოციალურ ქსელში.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>