მომღერალი მაკა ზამბახიძე მეუღლეს, მიხეილ ჩოხელს, "ინსტაგრამის" მეშვეობით განსაკუთრებულ დღეს ულოცავს.
"გილოცავ ჩვენი შეხვედრის დღეს" - წერს მაკა და მოგვიანებით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ხსნის მაკა საჩუქარს. როგორც აღმოჩნდა, საჩუქარი წყვილის ბედნიერი მომენტებისგან იყო აკინძული. მაკა სურათების ალბომს შლის და მასში ცოლ-ქმრის რომანტიკული ფოტოები ჩანს.
ცნობისთვის, მომღერალმა მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა ურთიერთობა 2020 წლის შუა პერიოდში გააოფიციალურეს. მაკასთვის ეს მესამე ქორწინებაა.
მათ მხიარული და თავისუფალი ქორწილი ჰქონდათ. წვეულება ვიწრო წრეში გაიმართა და მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. წყვილი საზოგადოებაში ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს.