"ჯაბა კილაძესთან განქორწინება ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო... დამეწყო მრავალწლიანი დეპრესია“ - თამთა ჭელიძე - Marao

"ჯაბა კილაძესთან განქორწინება ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო... დამეწყო მრავალწლიანი დეპრესია“ - თამთა ჭელიძე

2021-05-20 10:10:37+04:00


მომღერალმა თამთა ჭელიძემ მრავალწლიანი დეპრესია, რომელიც ჯაბა კილაძესთან გაშორების შემდეგ დაეწყო, საბოლოოდ დაამარცხა.  თამთა საკუთარ პირად ცხოვრებაზე და დეპრესიასთან ბრძოლაზე ჟურნალ „სარკეს“ უყვება.

"დეპრესიული პერიოდი 15 წელი გაგრძელდა. მეგონა, რომ თვითონ ვუშველიდი თავს და მრცხვენოდა ექიმთან მისვლის, მაგრამ სანამ ექიმთან არ მივედი, ვერაფერი მოვუხერხე დეპრესიას.

ამ წლების განმავლობაში საკუთარი თავი დაკარგული მყავდა. ვერ ვახერხენდი კონცენტრირებას და მხოლოდ შვილისა და გარშემო მყოფების ცხოვრებით ვცხოვრობდი. პირადულზეც და საქმეზე კონცენტრირებას ვერ ვახდენდი", - აღნიშნავს თამთა.

მისივე თქმით, დეპრესიის დასაბამი ოჯახის დანგრევა გახდა.

"ჩემთვის ეს დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო. ურთულესი ორსულობა და მშობიარობა მქონდა, რასაც შემდეგ პოსტსამშობიარო დეპრესიაც მოჰყვა. ვარდისფერი სათვალით გაზრდილი გოგო ვიყავი და შემდეგ ბევრი რამ ზედმეტად მტკივნეულად აღვიქვი.

თუმცა, შვილს ჩემგან არასდროს გაუგია ცუდი ჯაბაზე და არც მის ოჯახზე. სიგიჟემდე უყვარს მამა და ბებია-ბაბუა. ყველანაირად ვეცადეთ, ჩვენი გაშორებით დიდი ტრავმა არ მიეღო…" - აღნიშნავს თამთა.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>