25 წლის მოდელი ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში არცთუ ისე ხშირად აქვეყნებს საკუთარ ოჯახურ კადრებს. ცოტა ხნის წინ ნინიმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობს სახლის პირობებში შვილებთან ერთად.
მოდელი ხშირად ამსხვრევს სტერეოტიპებსა და სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებს. ის ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ნინის თემურ უგულავასგან ქალ-ვაჟი ჰყავს. ვაჟს მამის სახელი, თემურიკო ჰქვია, გოგონას კი - ტოკიო.
ნინი მოსიყვარულე დედაა და უყვარს ფოტოების გადაღება. მოდელი "ინსტაგრამგვერდზე" აქტიურად აქვეყნებს შვილების სურათებს, რომლებიც მის საკუთარ ფოტოებსაც კი აჭარბებს. "ულამაზესი ბავშვები გყავს", "რა ლამაზები არიან", - ხშირად უწერენ ნინის კომენტარებს ბავშვების ფოტოებზე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>