ბევრი ადამიანის ისტორია ჰოლივუდის მელოდრამას მოგაგონებთ. ამ ამბის გმირები აშშ-ში ცხოვრობენ, თუმცა მსგავსი ისტორიები არცერთი ქვეყნისთვის არ არის უცხო.
ლიზამ ყოველთვის იცოდა, რომ ის ბიოლოგიურ ოჯახში არ იზრდებოდა. მისი მშობლები ამას არასდროს მალავდნენ და მის შეკითხვებს ყოველთვის პასუხობდნენ.
"დედას უყვარდი, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა იყო შენი აღზრდისთვის. მე შვილი ძალიან მინდოდა და დედაშენმა ნება მომცა, რომ შენზე მეზრუნა. შენ არ მიგატოვეს, უბრალოდ ასე იყო საჭირო" - იხსენებს ლიზა გამზრდელი ქალის სიტყვებს.
მან ბევრი არაფერი იცოდა ბიოლოგიური დედის შესახებ. მხოლოდ ის, რომ 18 წლის ასაკში გააჩინა და გააშვილა.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, სააგენტოს უფლება არ ჰქონდა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების. ამიტომ ოჯახში არავინ იცოდა მისი ბიოლოგიური დედის ნამდვილი სახელი და გვარი. საბოლოოდ, ქალმა დედის ნახვის შესაძლებლობაზე ფიქრს თავი დააანება და მოულოდნელად, მის 54-ე დაბადების დღეზე, საკუთარმა ვაჟმა გადასცა გენეტიკური ტესტის მოთხოვნა, გარკვეული მისამართიდან.
ლიზამ შეაგროვა მასალები, გაგზავნა მითითებულ მისამართზე და დაელოდა პასუხებს. როგორც გაირკვა, მისმა ბიოლოგიურმა ბიძამ მოითხოვა ტესტის ჩატარება და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
მოგვიანებით, ლიზას ბიძამ უამბო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მის პოვნას. ასევე უამბო დედაზე, რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობდა, სადაც ლიზა.
როდესაც ქალმა ბიოლოგიური დედის ფოტოს შეხედა, ის გაჩუმდა, რადგან დედა-შვილი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.
რამდენიმე ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა, საიდანაც ქალი სუსტი ხმით საუბრობდა: ეს ჩემი ქალიშვილია? ჩემო ძვირფასო, მე დედაშენი ვარ", - თქვა მან.
რამდენიმე დღის შემდეგ დედა-შვილის ნანატრი შეხვედრა შედგა. ლიზას ახალი სიურპრიზი ელოდა წინ, რადგან დედამისი ცნობილი სატელევიზიო მსახიობი აღმოჩნდა. ლიზა ბავშვობაში თურმე დედის მონაწილეობით სხვადასხვა სერიალს უყურებდა და ვერ ხვდებოდა, რომ ამ ქალმა აჩუქა სიცოცხლე.
ბავშვის გაშვილების შემდეგ ქალმა წარმატებული კარიერა აიწყო ტელევიზიაში. მისი თქმით, ძალიან მტკივნეული იყო შვილთან განშორება და ამიტომ, როდესაც ლიზა დაიბადა, თვალები დახუჭა, რათა არ დაენახა.
თუმცა, აღნიშნავს, რომ ამანაც არ უშველა, რადგან გაიგო შვილის ტირილი და ამან გული გაუნადგურა. 50 წლის განმავლობაში მას არ დავიწყებია ერთადერთი გოგონა, თუმცა არ ჰქონდა მასთან შეხვედრის იმედი.
ქალიშვილთან პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ ის დიდხანს იწვა იატაკზე და ტიროდა დაკარგული დროისა და სინანულის გამო.
ახლა დედა-შვილს ბევრი გეგმა აქვს და განშორებას აღარ აპირებენ. სამწუხაროდ, ლიზას გამზრდელი მშობლები ცოცხლები აღარ არიან და ვერ ხედავენ, თუ რა ბედნიერია ქალი, რომელმაც 54 წლის ასაკში ნამდვილი დედა იპოვა. "ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. ასე რომ, არ დანებდე", - აღნიშნავს ქალი ისტორიის გახსენებისას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>