ლაშა ღლონტი ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერალია. რამდენიმე დღის წინ ლაშა მეორე შვილიშვილის ბაბუა გახდა და სიახლე სოციალურ ქსელში გააზიარა. ლაშა ღლონტს იცნობენ ყველგან, თუმცა მის შვილზე არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი.
მომღერლის შვილი უმშვენიერესი გოგო ანი ღლონტია, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი, მუშაობდა მარკეტინგის სპეციალისტად მეცხრე არხში და შემდეგ "პრომო გრუპ კონცეპტში", ასევე იყო ივენთ მენეჯერი "სითი ქლაბში".
ანი უკვე რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი რჩეული თორნიკე მაისურაძეა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.
თორნიკეს და ანის უკვე ორი შვილი ყავთ, ბიჭი მამუჩიკო და გოგო ანდრა.
ანიმ და თორნიკემ გოგოს მეტად უცნაური სახელი დაარქვეს ანდრა მაისურაძე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.
"დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. მადლობა ჩემს საყვარელ კლინიკას და ბატონ დავით გაგუას, უკვე ჩემი მეორე შვილი დაიბადა აქ" - წერს ანა სოციალურ ქსელში.
წყვილი მილოცვებს იღებს. ოჯახს ახლობლები მეორე შვილის დაბადებას თბილი ტექსტებით ულოცავენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>