პრინცმა ჰარიმ Apple TV-ის დოკუმენტურ სერიაში „მე, რომელსაც შენ ვერ მხედავ“, გულწრფელად ისაუბრა საკუთარ წარსულზე და თქვა, რომ მას ძლიერი შფოთვა და დეპრესია აწუხებდა, განსკაუთრებით კი 28-32 წლის ასაკში. „უამრავ ექიმთან ვიყავი, მათ შორის, თერაპევტებთან, ფსიქოთერაპევტებთან, მაგრამ მეგანთან ყოფნისა და მასთან ურთიერთობის გარდა ვერაფერმა მიშველა“ - ამბობდა ჰარი, „მე ვიცოდი, რომ თუ თერაპიას არ ჩავიტარებდი, დავკარგავდი ქალს, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მსურდა“.
ჰარი 12 წლის იყო, როცა დედა, პრინცესა დაიანა ავტოავარიის შედეგად გარდაცვალა. როგორც მას ექიმმა უთხრა, ის საკუთარი გონებით ხშირად ბრუნდებოდა წარსულში, სწორედ იმ დროში, როცა 12 წლის იყო. ეს ტრავმა ჰარისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მეგანი ხშირად მოუწოდებდა, რომ სპეციალისტისთვის მიემართა. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, როგორც ჰარი იხსენებს, ცოლის სიტყვებმა გადააწყვეტინა ამ ყველაფრისთვის სერიოზულად შეეხედა.
"ოთხი წლის წინ, სანამ მეგანს შევხვდებოდი, ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული და ჯოჯოხეთური პერიოდი იყო. მენტალურად განადგურებული ვიყავი. ყოველ ჯერზე, როცა პიჯაკს ვიცვამდი და საზოგადოებაში გასასვლელად ვემზადებოდი, სარკეში ყალბ ნიღაბს ვირგებდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი: „ჰარი, წავედით!“ მზად ვიყავი მიმეღო ალკოჰოლი და ნარკოტიკებიც კი, ოღონდ თავი უკეთესად მეგრძნო. ერთ-ერთი კამათის დროს, მეგანის სიტყვებმა, „ვფიქრობ, შენ ვინმე სხვა გჭირდება“ ამ მდგომარეობიდან გამომაფხიზლა და მიმახვედრა, რომ თუ რაიმეს არ შევცვლიდი, მას დავკარგავდი“ - იხსენებს პრინცი ჰარი.