მომღერალი ლოლა წერეთელი საქართველოში დაბრუნდა და მერიკო კარტოზიას გადაცემაში "სიკეთე მარტივია" მიიღო მონაწილეობა.
როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს, ლოლა ახალი სიყვარულის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ის ბიზნესმენია და უკვე რჩეულის დედაც გაიცნო, რომელსაც მარგო ჰქვია.
ცნობისთვის, ლოლა წერეთელმა საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა. როგორც თვითონ ამბობს, ეს გადაწყვეტილება პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე მიიღო.
<div></div>
ცნობილი სარესტორნო წყვილი, ლოლა და გიორგი წერეთლები, ორი წლის წინ დაშორდა, რასაც ლოლა ძალიან განიცდიდა.