ცნობილი საოპერო მომღერლის, ნინო სურგულაძის ტყუპი - ქალ-ვაჟი, უკვე ერთი წლის არის. პატარა ნატალიასა და ზაქარიაზე დედა სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად წერს და ფოტო და ვიდეომასალასაც აქვეყნებს.
"ერთი წლის გავხდით, დრო მიფრინავს" - დაწერა ამჯერად ნინომ და ტყუპი ქალ-ვაჟის ახალი ფოტოებიც გაუზიარა გულშემატკივრებს.
"ბედნიერები გაგეზარდოთ", "გილოცავთ", "პატარა პრინცესა და პრინცი", - სწერენ ნინოს გამომწერები.
ოპერის მომღერლის მეგობრების ნაწილი მათ დედას ამსგავსებს, ნაწილი კი - მამას.
ცნობილი საოპერო მომღერალი 2020 წლის მაისში დაოჯახდა. მისი რჩეული იურისტი გიორგი ინწკირველია.