ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. გიორგის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"18 ივნისი... დღე, რომელიც არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან... შარშან ამ დროს ზუსტად ერთი წლის წინ დამირეკე და მითხარი: "ანი ხო სამსახურში ხარ? მეც შენკენ მოვდივარ, სალონში წასვლას ვაპირებ, საღამოს დაბადების დღეზე მივდივარ".
ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი... წახვედი და ვეღარ გნახეთ... უშენობის ერთი წელი ... "
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. აღნიშნულს წინ უსწრებდა მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანს.
მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დაბადების დღე სხვებთან ერთად გიორგი შაქარაშვილმაც დატოვა და თბილისის მიმართულებით გაემართა. შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს ჯერ თბილისიდან წამოსული "მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები დაესხნენ თავს, შემდეგ კი, "ტოიოტაში“ მყოფები.
პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს თავს დაესხნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, ა.ქ. და ზ.ხ., არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და დანარჩენები, გაიქცნენ. გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.
იხილეთ სრულად