მსახიობები ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე რამდენიმე კვირაა მშობლები გახდნენ და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 26 მაისს პატარა ალექსანდრე გველესიანი დაიბადა, ეს სასიხარულო ამბავი ანდრიამ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.
"დაიბადა ალექსანდრე ანდრიას ძე გველესიანი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი სიყვარულის ნაყოფი" - დაწერა ანდრიამ "ინსტაგრამზე".
26 მაისის შემდეგ წყვილი შვილთან ერთად გადაღებულ არაერთ ფოტოს აქვეყნებს, თუმცა მაიკო და ანდრია ბავშვის გამოჩენისგან ჯერ თავს იკავებენ, ახალშობილი სულ რაღაც ერთი თვის არის.
როგორც "ინსტაგრამიდან" ჩანს, წყვილი შვილთან ერთად ხშირად სეირნობს და დროს მხიარულად ატარებს.
ანდრია და მაიკო 2 წლის წინ დაქორწინდნენ, წყვილის ულამაზესმა, ქართულა ტრადიციულმა ქორწილმა მედიაში დიდხანს იტრიალა. მაიკოს თეთრ კაბასთან ერთად ქართული ორნამენტებით შემქნილი თავსაბურავი ამშვენებდა ანდრია კი ტრადიციულად ჩოხაში იყო გამოწყობილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>