ცოტნე გამსახურდია რამდენიმე საათის წინ საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „იმედის კვირა“ ავრცელებს.
ექიმების თქმით, მას მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიურ კურსთან ერთად ოჯახური გარემოც სჭირდება.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური „იმედის კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ექიმებთან ერთად მიიღო.
„ის, რომ ქართულ გარემოში და ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდებაო", - ამბობს ანა ჯაბაური.
მისივე თქმით, მეუღლის გამოჯანმრთელებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
"ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს და მეც. თან ძმები ჰყავს არაჩვეულებრივი, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან მისთვის. არ მოვეშვებით, სანამ უკეთესად არ გახდება", - ამბობს ანა ჯაბაური.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. მას რამდენიმე თვე გერმანიის კლინიკაში მკურნალობდნენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>