ოჯახი

"მე და ნოეს შორის სხვაობა 12 წელია" - ჯანეტ ქერდიყოშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს (ვიდეო)

მოდელი და "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი "ინსტაგრამზე" საკმაოდ პოპულარულია და გამომწერებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს. მოდელმა გულშემატკივრებთან კითხვა-პასუხის გაკეთება გადაწყვიტა.

მოდელს, ძირითადად, პირადი ხასიათის კითხვები დაუსვეს, რაზეც გულწრფელად გასცა პასუხი.

ცოტა ხნის წინ ჯანეტსა და ნოე სულაბერიძეს ქორწინების ორი წლის იუბილე ჰქონდათ. საზოგადოებისთვის ნოესა და ჯანეტის წყვილი განსაკუთრებით საყვარელია და მათ სიახლეებს თვალს ბევრი ადევნებს.

იუბილესთან დაკავშირებით ნოემ და ჯანეტმა ტყეში ფოტოსესია მოაწყვეს და ერთად ყოფნის 2 წელი ლამაზი კადრებით გადმოსცეს.


ჯანეტს ფოტოსესიაზე თავის ატელიეში შეკერილი
თეთრი კაბა ეცვა. კაბა თვლებითა და ბრჭყვიალა ნაჭრით არის შექმნილი. ასევე, მოდელს თავზე ულამაზესი ორნამენტებისგან შექმნილი სამაგრი ეკეთა და ჩანთაც კაბის შესაფერისი ჰქონდა.


რთულია, ყურადღება არ გაამახვილო ჯანეტის გრანდიოზულ ბეჭედსა და ბრჭყვიალა ჩანთაზე. მოდელის "პრინცესული ლუქი" წყვილის გამომწერებს მოეწონათ. ჯანეტი მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა. ნოე ფოტოსესიაზე სადა, კლასიკურ თეთრ პერანგსა და შარვალში იყო გამოწყობილი.

"ძალიან პრინცესაა ეს გოგო" - უწერენ ნოეს მისი და ჯანეტის საერთო ფოტოზე.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93