მომღერალი, დათო ხუჯაძე ეკა დალაქიშვილზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი აჭარაში, ჩაქვის ოაზისში გადაიხადა.
ქორწილს ცნობილი სახეები და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. ინტერნეტში დათოს და ეკას ქორწილის კადრები ვრცელდება.
როგორც დათომ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, მის მეუღლეს საინტერესო პროფესია აქვს.
"ეკამ საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია ამ პროფესიით.
ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, ჩემი პროფესია ძალიან ახლოს იყო აეროპორტთან და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც" - ამბობს დათო.
ვიდეოს წყარო: პრაიმტაიმი
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>