ქორწილს ცნობილი სახეები და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ასრულებენ სიმღერას ახალდაქორწინებულები. "ჩვენ ორივე იმერლები ვართ და ამოვიჩემეთ ეს სიმღერა", - ამბობს დათო სიმღერის წინ.

ვიდეოს "ფეისბუკზე" ნათია ხუჯაძე აქვეყნებს და ასათაურებს: "საყვარლები. იხარეთ და იბედნიერეთ".
როგორც დათომ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, მის მეუღლეს საინტერესო პროფესია აქვს.

"ეკამ საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია ამ პროფესიით.
ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, ჩემი პროფესია ძალიან ახლოს იყო აეროპორტთან და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც" - ამბობს დათო.