ყველაფერი 2018 წელს დაიწყო. ლუკა მუცლის ძლიერი ტკივილით მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მწვავე მეალოიდური ლეიკემია დაუდგინდა. ოჯახისთვის პირველი შოკი რა თქმა უნდა, 23 წლის ლუკას დიაგნოზი იყო, თუმცა ნერვიულობის დრო ნამდვილად არ ჰქონდათ, რადგან ლუკას გადასარჩენად დიდი თანხები იყო საჭირო. ლუკას ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, თანხა სწრაფად შეეგროვეს და ლუკა ძალიან მალე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანგძლივი მკურნალობის შემდეგ ოჯახმა ამოისუნთქა, ლუკა გამოჯანმრთელების გზას დაადგა, ის თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ლუკას მდგომარეობა ისევ გართულდა. ლუკა კვლავ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.ლუკასთან ერთად დედა იმყოფება, რომელმაც შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქა და მისი დონორი გახდა.
გააგრძელეთ კითხვა