„ბედნიერი დაბადების დღე“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა ფოტო ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ იუბილეზე, რომელიც შვილებთან ერთად სეიშელის კუნძულებზე აღნიშნა.
ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ბოლოს ის უფროს შვილთან, მარიამ გეგუჩაძესთან ერთად სვანეთს ეწვია. როგორც ჩანს, მან ამჯერად დაბადების დღის აღნიშვნა მშვიდ გარემოში გადაწყვიტა და დასასვენებლად სეიშელის კუნძულები აირჩია.
ტელეწამყვანმა ქვიშიან სანაპიროზე გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა, გამომწერების მხრიდან კი უამრავი მილოცვა და კომპლიმენტი მიიღო: „ზღვა პოზიტივს ასხივებ“, „ეს შენ ხარ, ნანუკა? საოცარ ფორმაში ხარ“, „ბედნიერი დასვენება“, „სასწაული გოგო ხარ“ - წერენ კომენტარებში.
ნანუკამ სეიშელის კუნძულებიდან გამომწერებს საკუთარი გამოცდილება და რჩევებიც გაუზიარა: „სვით ბევრი წყალი და თბილი არა, ცივი. სხეულს ნამავს და აცოცხლებს, შიმშილის გრძნობას აქრობს, ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის, ენერგიას გაძლევთ. წყალი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჰაერი და საჭმელი“ - წერს ჟურნალისტი.