ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილი მაკო კვიტაიშვილი თავადაც ტელესახეა. მაკო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. ახლა კი დილის გადაცემის წამყვანია და ეკრანზეც ხშირად ჩანს. მაკო სოციალურ ქსელშიც განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკო კვიტაიშვილი დედა გახდა. ტელეწამყვანს ბიჭი შეეძინა, რომელსაც კიტა დაარქვა. სასიამოვნო სიახლე მაკოსა და მის მეუღლეს, თორნიკე გაგუას მეგობრებმა და გულშემატკივრებმაც მიულოცეს: "ჩემი საყვარელი გოგო დედა გახდა", "დაიბადა კიტა", "უკვე ერთით მეტი, გილოცავთ" - სწერენ წყვილს.