19 წლის ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეობი გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ. ის პუპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ლორენა ზოიძეს რჩეულმა ხელი ორიგინალურად სთხოვა. "მოხდა ისე, რომ ეს ინფორმაცია მივიდა მის ყურამდე, რომ მის დაბადების დღეზე ვაპირებდი ხელის თხოვნას. ჩავვარდი საგონებელში, რადგან რომ არ მეთხოვა, უხერხული იყო და ორიგინალური უნდა ყოფილიყო, რომ ემოციები გამოეწვია მასში. ამიტომ ერთ-ერთ სასტუმროში აკვალანგისტს ვთხოვე დახმარება", - ამბობდა ლორენას საქმრო აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ კი მოდელმა საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ ქორწილის კადრები გამოაქვეყნა, რომლესაც თან დაურთო სახალისო ვიდეო „თავიდანვე იცოდეს, სახლში ვინ მიჰყავს“ - წერდა ლორენა.
მოდელმა საკუთარ ქორწილში არატრადიციული, მოკლე სადა კაბა მოირგო, რომელიც ტრენდული ქამრით გააფორმა. სტუმრებს კი ყვავილებით მორთულ გარემოში გაუმასპინძლდა.