მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას იხსენებს და „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით მის ფოტოებს აზიარებს. თეკუჩა (თეიმურაზ ქარსელაძე) 2019 წლის ივლისში ინსულტის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, 12 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ის გარდაიცვალა.
“მამა! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ!“ - წერდა ნინი სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალებამდე.
ნინი ქარსელაძე მამის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე „ინსტაგრამზე“ მის ფოტოებს აქვეყნებს: „მა, მენატრები. ზუსტად ვიცი, რომ წლების შემდეგ აუცილებლად შევხვდებით უკეთეს სამყაროში და ძალიან ბევრს მოგიყვები იმაზე, თუ როგორი იყო უშენოდ ცხოვრება ამ ამ საშინლად გაბოროტებულ სამყაროში. და კიდევ, მამა, გთხოვ, ღმერთს უთხარი, უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები“ - წერს ნინი.