ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას შვილმა, მოცეკვავე თინათინ წულაძემ „ინსტაგრამგამომწერებს" ცოტა ხნის წინ სასიამოვნო სიახლე გაუზიარა, ის მალე დედა გახდება. თინათინი და მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი ბიჭს ელოდებიან. ბავშვის სქესთან დაკავშირებით ოჯახში აზრი ორად იყო გაყოფილი, ლევან წულაძე გოგონას ელოდა, თუმცა თინათინი დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი ეყოლებოდა.
თინათინ წულაძემ რამდენიმე კვირის წინ ფოტოები ზღვის სანაპიროდან გამოაქვეყნა და არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ამჯერად კი მან „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერებს ახალი ფოტო გაუზიარა წარწერით „8 თვე“. თინათინის გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად ორსულობისა, ის შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს.
თინათინმა და მისმა მეუღლემ, გიორგი კოტეტიშვილმა, 2019 წლის ივნისში იქორწინეს. მათი ქორწილის ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი დაიმსახურა.