საქართველოში 55 წლის ქალბატონი პირველი შვილის დედა გახდა. ინფორმაციას ხონელიძის კლინიკა ავრცელებს, სადაც ირმა ოსაძემ იმშობიარა.
ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.

"შეუძლებელი არაფერია! სასწაულები გრძელდება...14.07.2021, 15:37 წუთზე 55 წლის ასაკში ქალბატონმა ირმა ოსაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება, მან ქვეყნად მოავლინა ულამაზესი გოგონა ანასტასია მეგრელი. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ, ქალბატონ ირმას დიდი სურვილი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ანასტასიას დედმამიშვილი აჩუქოს. "ხონელიძის კლინიკა" სრული შემადგენლობით ულოცავს ამ დიდ ბედნიერებას მეგრელი-ოსაძეების ოჯახს.
გვიხარია, რომ თქვენის დახმარებით კიდევ ერთხელ დავამსხვრიეთ ასაკობრივი ბარიერები. თქვეთან ერთად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არასდროსაა გვიან გახდე მშობელი . უბრალოდ, ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც გვინდა, ვნატრობთ და გვჭირდება" - წერია ინფორმაციაში.